კორონავირუსისის კიდევ ერთი სავარაუდო შემთხვევა აჭარაში – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია და დეტალები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. რაც შეეხება დღეს დილით დადასტურებულ სამ ახალ შემთხვევას, სამივე პაციენტი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული და ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. დღესვე ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო მოქალაქეების მიმღები მთავარი ცენტრი იქნება, საიდანაც პაციენტებს საჭიროებისამებრ გადაამისამართებენ.