სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ბათუმის საკრებულოს მიმდინარე სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, თუმცა დაცვის პოლიცია მათ შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს. სხდომაზე სასტუმრო „ლე მერიდიანისთვის“ ბულვარში ზღვის სანაპიროს გარკვეული ტერიტორიის იჯარით გადაცემის საკითხი უნდა განიხილონ, სწორედ ამას აპროტესტებენ აქციის მონაწილეები. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა დაცვის პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. ამ წუთებში საკრებულოს სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.
მოამბე