„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პროტესტი ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიზეზად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ და ქუჩის აქციებს აანონსებენ. „ქართული ოცნების“ წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობად და დესტაბილიზაციის შემოტანის მორიგ წარუმატებელ მცდელობად შეაფასეს.

შეგახსენებთ, მანამდე „ნაციონალური მოძრაობიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ექვსმა დეპუტატმა განაცხადა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ. მათი თქმით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, ისინი არ აპირებენ ხელისუფლების გვერდით ჯდომას და პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს.