ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

ხმაური იყო ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, ერთმანეთს „ხალხის ძალისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების თემა კვლავ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტები და თბილისში, რუსთაველზე გამართული აქციები იყო. მხარეები ერთმანეთს ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებენ, „ლელოს“ წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა, სხდომა ისევ ხმაურისა და რეპლიკების ფონზე მიმდინარეობს.