ბათუმის საკრებულოს სხდომა

„ხალხის ძალას“ დღეიდან წარმომადგენელი ბათუმის საკრებულოშიც ეყოლება. „ქართული ოცნება“ და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დატოვა დეპუტატმა ნინო ცხვარაძემ. მისი თქმით, „ხალხის ძალა“ მას საზოგადოებასთან დაახლოების უფრო მეტ საშუალებას მისცემს. მმართველი გუნდის წევრის, თენგიზ აფხაზავას თქმით, გადამწყვეტ საკითხებში ცხვარაძე მხარს „ქართული ოცნების“ ინიციატივებს დაუჭერს, ამიტომ კრიზისი არ შეიქმნება.

სხდომაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა დღის წესრიგიდან ამოეღოთ ხელფასების ზრდის საკითხი. ოპოზიციის განმარტებით, ქალაქში არსებული პრობლემის ფონზე, მაღალი თანამდებობის პირებზე ხელფასების მომატება მიუღებელია. უმრავლესობამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის გამოც ოპოზიციონერმა რეზო ხარაზმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.