პროექტი „ბათუმი“ ავარიული სახლების გარეშე

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი სახლის ჩამონგრევიდან ორი წელი გავიდა.

ტრაგედიას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიის მიზეზი ნორმების უხეში დარღვევით ჩატარებული სარემონტო სამუშაოები გახდა, რა დროსაც სახლის პირველ სართულზე საყრდენი კედელი დაანგრიეს. შემთხვევიდან მეორე დღეს ბათუმის მერიაში ასობით განცხადება შევიდა საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობის შემოწმებაზე. აჭარის მთავრობამ მალევე ახალი პროექტი დაიწყო – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. ის ამორტიზებული საბინაო ფონდის ახლით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ექსპერტიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ სამი ათასი ოჯახი საფრთხის შემცველ სახლებში ცხოვრობს. ახალი 4-წლიანი პროექტი 115 მილიონ ლარზე მეტი ჯდება. ავარიული სახლების ჩანაცვლების აუცილებლობაზე არავინ დაობს, თუმცა პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ოპოზიციას შენიშვნები აქვს.

მერაბ წულუკიძემ და ედნარ კოჩალიძემ გაარკვიეს, როგორ მიმდინარეობს პროექტი, რა შენიშვნები აქვს ოპოზიციას და რას აცხადებენ ქალაქის მერიაში.