ახალი კანონმდებლობა და საკრებულოების მუშაობა

შვიდთვიანი კრიზისის შემდეგ ბათუმის საკრებულოში თავმჯდომარე აირჩიეს.

ამ პოზიციას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი რამაზ ჯინჭარაძე დაიკავებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამართულ შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა. თუმცა, ოპოზიციის არ დასწრების და ქვორუმის არ არსებობის გამო მისი უფლებამოსილების ცნობა ვერ ხერხდებოდა. პრობლემა მმართველმა პარტიამ კანონში ცვლილების შეტანით გადაჭრა. დღევანდელმა სხდომამ ხმაურის და ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის ფონზე ჩაიარა. თვეების განმავლობაში ბათუმის საკრებულოში სხდომები ვერ ტარდებოდა, რადგან ბოლო თვითმმართველობის არჩევნებით უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ შეძლო. შუალედურმა არჩევნებმა კი ძალთა ბალანსი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შეცვალა. ანალოგიური პრობლემაა სენაკის საკრებულოშიც, რის გამოც დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

 

დატოვე კომენტარი