ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

15:25, 31.05.2024

ბათუმის ბიუჯეტი 68 მილიონი ლარით გაიზარდა და 450 მილიონს მიაღწია. ცვლილებები მიმდინარე წლის ბიუჯეტში ბათუმის საკრებულომ დღეს დაამტკიცა.

დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება პარტია „საქართველოსთვის“ და „ლელოს“ წარმომადგენლების განცხადებებს მოჰყვა.

„ლელოს“ წევრმა ვაჟა დარჩიამ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის მშობლებს, ურეკავენ და აშანტაჟებენ. თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წევრებმა განაცხადეს, რომ ანალოგიურად თავს ესხმიან პარლამენტის წევრებს და მათ უკან დგას ოპოზიცია და ესეც გამოსაძიებელია. ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, დაპირისპირებულთა გაშველება დეპუტატებმა სცადეს.

 

მსგავსი