მზადება ტურისტული სეზონისთვის

ბათუმის მერიაში ტურისტული სეზონის სამზადისთან და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. იმსჯელეს ინფრასტრუქტურული პროექტების დროულ განხორციელებაზე.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მნიშვნელოვანია როგორც მთავრობის, ისე ბათუმის მუნიციპალიტეტის ყველა რგოლის მაქსიმალური ჩართულობა იმისთვის, რომ წლევანდელი ტურისტული სეზონი იყოს გამორჩეულად ეფექტიანი.

შეგახსენებთ, 2023 წელს ბათუმი ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლებს, როგორებიცაა: World Travel Awards -ს დაჯილდოების ევროპის გალაცერემონია, ევროპის სოფლად ტურიზმის გენერალური ასამბლეა და 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი.