დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

ხმაური ბათუმის საკრებულოში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გამოფინა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. მათი განცხადებით, ბათუმობის დღესასწაულისთვის მომზადებული მოსაწვევზე მხოლოდ სააკაშვილის დროს განხორციელებული პროექტებია ასახული. აღნიშნულს კი კამათი და ურთიერთბრალდებები მოყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა საკითხების განხილვის დაწყებამდე დატოვეს. მმართველი გუნდის შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში მონაწილეობას არასდროს იღებს.

საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დაამტიცა, ასევე ცვლილებები შევიდა მიმდინარე წლის ბიუჯეტში.