ევროკავშირის სამიტი დაიწყო. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროზონის გაძლიერებაა.
ევროპელ ლიდერებს ევროზონის საბანკო კავშირის შექმნა და ევროპის სტაბილურობის მექანიზმისთვის ახალი ძალაუფლების მინიჭება სურთ.
გეგმის მიხედვით, კრიზისის დროს ბანკების გაკოტრების პრევენციისთვის ევროზონას საკმარისი ფულადი სახსრები უნდა ჰქონდეს.
გადაწყვეტილების მიღება წლის ბოლოსთვის იგეგმება, მანამდე კი ევროზონისთვის მთავარი გამოწვევა იტალიის მიერ შექმნილი ფინანსური რისკებია.
იტალიის ბიუჯეტის კანონპროექტი რომსა და ბრიუსელს შორის უთანხმოების საგანი ხდება.