ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში

ბრიუსელში ორდღიანი სამიტის ფარგლებში ევროკავშირის ლიდერებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება გადაწყვიტეს. ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განუცხადა. შეგახსენებთ, რომ სამიტის პირველ დღეს ლიდერებმა ასევე განიხილეს ისრაელში, ღაზასა და ლიბანში მიმდინარე სიტუაცია. საუბრის თემა იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და თურქეთთან ურთიერთობები.