ერთი თვე ევროკავშირის სამიტამდე

ერთი თვე ევროკავშირის სამიტამდე, სადაც საქართველოსათვის ევროგაერთიანების წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უნდა იმსჯელონ. მოლოდინის რეჟიმში პოლიტიკური ურთიერთბრალდებები სულ უფრო მწვავდება. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ოპონენტები ეროვნულის ნაცვლად, ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებენ და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებებს ხელოვნურად ქმნიან. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“, უბრალოდ თავს იზღვევს და ევროპიდან უარის შემთხვევაში, წარუმატებლობის ოპონენტებზე გადაბრალებას შეეცდება.

მოხერხდება თუ არა პოზიციების შეჯერება ევროსტრუქტურების გადაწყვეტილების მიღებამდე, – მარიამ სეთურიძე თემის დეტალებით.

დატოვე კომენტარი