ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იწყება

საქართველოს ევროპული პერსპექტივა – ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი ორ საათში დაიწყება. პირველი საკითხი, რაზეც ევროპელი ლიდერები იმსჯელებენ, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. საბაზისო დოკუმენტი, რომელსაც ლიდერები დაეყრდნობიან, ევროკომისიის შეფასებითი ანგარიში იქნება.

სავარაუდოდ, დღეს ღამითვე გამოცხადდება გადაწყვეტილება.