ევროკავშირის საგანგებო სამიტი - დღე მეორე

ევროკავშირის საგანგებო სამიტის მეორე დღეს ლიდერების მსჯელობა გრძელდება. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი შეთანხმებულია. აღნიშნული რუსული ნავთობის იმპორტის 75 პროცენტის აკრძალვას მოიცავს. კომპრომისულ ვარიანტზე შეჯერება უნგრეთის წინააღმდეგობის გამო მოხდა. დასკვნით განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის მიერ უკრაინის, ასევე მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განცხადებაზე მოსაზრებების მომზადებას და ამ საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება. რა შეფასებები კეთდება – ანა ბროლაძე ბრიუსელიდან.