საქართველოს მხარდამჭერი განცხადება - შეფასებები

საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის სამიტის შემდეგ ერთობლივად მიიღეს, პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მათი თქმით, მაღალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირებული დადებითი პოზიცია და ის ფაქტი, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალურია, ძალიან მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, რომ საერთო განცხადებაში იმ რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზეა საუბარი, რომელიც ევროინტეგრაციისთვის აუცილებელია.