საქართველოს ევროპული პერსპექტივა

როგორ და რა ვადაში მოხდება ევროკომისიის რეკომენდაციების აღსრულება, – ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში პროცესი სათანადოდ არ წარიმართება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საჭიროა სამოქმედო გეგმის შემუშავება და არც რიგგარეშე სესიების დანიშვნის მოთხოვნის დაყენებას გამორიცხავენ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ კრიზისის განსამუხტად ყველაზე სწორი გზა ვადამდელი არჩევნებია. საპასუხოდ, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპონენტებთან დიალოგისათვის მზად არიან.