საქართველოს ევროპული პერსპექტივა

ევროპარლამენტის წევრების წინასწარი განწყობები გამოვლინდა იმ დებატებში, რომელიც გუშინ ბრიუსელში გაიმართა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და გასატარებელ რეფორმებზე. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ უნდა გამონახონ გზა და გადალახონ არსებული გამოწვევები. ასევე აღსანიშნავია ცალკეული ევროპელი დეპუტატების განცხადებებიც, რომლებიც თვლიან, რომ ტრიოს ქვეყნების განცალკევება არ უნდა მოხდეს და დათქმებით კანდიდატის სტატუსი საქართველომაც უნდა მიიღოს.