ისტორიული სამიტის მოლოდინში - რაზე იმსჯელებენ დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი?!
  • 12 ივნისს სინგაპურში აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ისტორიული შეხვედრა გაიმართება. კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი უკვე იმყოფებიან სინგაპურში. ამ დროისთვის შედგა აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის დელეგაციების შეხვედრა, სადაც სამიტის დღის წესრიგზე იმსჯელეს. რა თემებზე შეიძლება შედგეს მსჯელობა და გაფორმდება თუ არა რაიმე სახის დოკუმენტი, ჯერ უცნობია. თუმცა, საერთაშორისო მედია ვარაუდობს, რომ კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი შემდეგ თემებს გვერდს ვერ აუვლიან.
  • უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ამოქმედებული უვიზო მიმოსვლის ერთი წლის თავი ძალიან კარგი პასუხია მათთვის, ვისაც უკრაინის მიმართ ბოროტი განხზრახვა აქვს.

    „ეს არის პასუხი იმ ადამიანებისადმი, რომლებიც გვარწმუნებდნენ, რომ უვიზო მიმოსვლას ვერასდროს მივიღებდით. 555 ათასზე მეტი მოგზაური ერთი წლის განმავლობაში არის იმის დასტური, რომ ჩვენ ამას თავი გავართვით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

  • ბერლინში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა მიმდინარეობს. უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის კრიზისსა და მისი დარეგულირების გზებს განიხილავენ.