იპოდრომთან არსებული ჩოგბურთის კორტების აღდგენა და მიმდებარე ტერიტორიის რეკრეაციულ ზონად კეთილმოწყობა იწყება.
ადგილზე იგეგმება ჩოგბურთის მოედანთან ერთად, საფეხბურთო მინი სტადიონის და აუზის მოწყობა.
თბილისის მერის თქმით, ტერიტორია 2009 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ უცხოურ კომპანიაზე გაასხვისა, თუმცა ადგილზე არაფერი აშენებულა. 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება აღნიშნულ კომპანიასთან. ადგილმონაცვლეობის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია.
სამუშოები 2019 წლიდან დაიწყება.