რუსთაველის გამზირზე, „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე, მცირე ინციდენტი მოხდა.
სიტყვით მიმართვის დროს მოქალაქემ შეკრებილებს ანტისაოკუპაციო აქციასთან გაერთიანებისკენ მოუწოდა, რასაც ადგილზე მყოფთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ვითარება სამართალდამცველებმა განმუხტეს.