ანტისაოკუპაციო აქცია წალენჯიხაში

ანტისაოკუპაციო აქცია წალენჯიხაში. ველომარათონი სამოქალაქო მოძრაობის „ხმის“ ორგანიზებით გაიმართა. ახალგაზრდები საოკუპაციო ხაზისკენ დაიძრნენ. სოფელი წყოუში უშუალოდ ესაზღვრება ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს. აქციის მონაწილეებმა ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული და გასამართლებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს.

სამოქალაქო მოძრაობის წევრებს თან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ჰქონდათ, ასევე ტრანსფარანტები წარწერით „რუსეთი ოკუპანტია“, „სოლიდარობა ვაჟა ექიმს“, „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“.