გიგი უგულავას ადვოკატმა, შალვა თადუმაძის აცილებასთან დაკავშირებით, უზენაეს სასამართლოს მიმართა. უფლებადამცველი განმარტავს, რომ მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლოში თბილისის განვითარების ფონდის საქმე იხილებოდა, მთავარი პროკურორი სწორედ თადუმაძე იყო.
2018 წლის თებერვალში, საქალაქო სასამართლომ, თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონის გაფლანგვის საქმეზე, გიგი უგულავას ერთი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა.