იურიდიული კომიტეტი შალვა თადუმაძეს უსმენს

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები დილის 10 საათიდან უსმენენ შალვა თადუმაძეს.

მოქმედ გენერალურ პროკურორს მწვავე შეკითხვები დაუსვა ოპოზიციამ, მათ შორის საუბარი შეეხო კანდიდატის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის საკითხსაც. შეკითხვების ნაწილი შეეხებოდა გახმაურებულ საქმეებს.

კომიტეტის სხდომაზე იყო ხმაური და შელაპარაკება.