უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ცნობილია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ცნობილია. უმაღლეს ინსტანციაში გამწესების მსურველთა რიცხვი 144-ს შეადგენს. მათ შორის არიან გახმაურებული საქმის მოსამართლეები და ისინი, ვინც გასული წლის დეკემბერში, პარლამენტისთვის წარდგენილ სადავო სიაშიც იყვნენ.

შესაძლოა, მოსამართლის მანტია მოირგოს ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემაც. ჩამონათვალშია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეც. იუსტიციის საბჭომ კანდიდატები განხილვისთვის პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

თემაზე გიორგი კობერიძე მუშაობს.