დავით ფეიქრიშვილის საქმის განხილვა

18:37, 26.11.2026

ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ დავით ფეიქრიშვილის საქმის პირველი არსებითი სხდომა გაიმართა საქალაქო სასამართლოში. მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. დავით ფეიქრიშვილმა ციხეში მასზე ზეწოლაზე ისაუბრა და გამოძიების წარმოება წამების მუხლით მოითხოვა. მან ბროკურატურის ბრალეულობაზეც გაამახვილა ყურადღება. მასთან ერთად დაკავებულია, მისი დაცვის თანამშრომელი. მათ ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობაში ედავებიან რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი