უვადო მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა

ხმაურიანი აღმოჩნდა პარლამენტში შალვა თადუმაძის მოსმენა.

გენერალურ პროკურორს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, ყველაზე მეტი შეკითხვა სტუდენტობის წლებზე დაუსვეს. საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელს დეპუტატების წინაშე დღეს იმის მტკიცება უწევდა, რომ 1998 წელს გაცემული დიპლომი გაყალბებული არ არის.

ოპონენტებმა გენერალურ პროკურორს რამდენიმე გახმაურებული საქმეც შეახსენეს და ჰკითხეს, რატომ არ არის დღემდე გამოძიებული მაჩალიკაშვილის საქმე და რატომ არ აქვს 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულთა ნაწილს დაზარალებულის სტატუსი.

თადუმაძეს საუბარი მოუხდა საკუთარ შემოსავლებზე და წინა ხელისუფლების დროს საადვოკატო საქმიანობის წლებზეც.

გენერალური პროკურორის პოსტზე ერთი წლის წინ არჩეული თადუმაძე არ მალავს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს.

დატოვე კომენტარი