გამსახურდიას საქმეზე საგამოძიებო ჯგუფს გენერალური პროკურორი უხელმძღვანელებს

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ჯგუფს გენერალური პროკურორი უხელმძღვანელებს.

პირველი პრეზიდენტის შვილს და ოჯახის ადვოკატს შალვა თადუმაძემ შესთავაზა, საგამოძიებო მოქმედებების გეგმა მოამზადონ, რომელიც მის უწყებასთან შეთანხმებით განხორციელდება.

გამოძიების პროცესში მათ ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველების და ექსპერტების ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.

მომდევნო შეხვედრა პროკურატურაში იანვრის ბოლოს გაიმართება.

შეგახსენებთ, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებისთვის ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გაიზარდა.