შალვა თადუმაძე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პროკურატურაში გენერალური პროკურორი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე, შალვა თადუმაძემ და დავით ასათიანმა გენერალურ პროკურატურასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმში შეტანილი საკითხების ერთობლივად განხორციელების და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი 2018 წლის მაისში გაფორმდა.

დოკუმენტი ითვალისწინებს პრაქტიკის განზოგადების მიზნით, „ბენჩ-ბარის“ ფორმატის საერთო მრგვალი მაგიდებისა და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარებას; ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანთა დანაშაულების შემცირების მიზნით საერთო ღონისძიებების ორგანიზებას; მხარეების მიერ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;