დავით კეზერაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა

 გამამტყუნებელი განაჩენი დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ – საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ დაუსწრებლად 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. საუბარია 2007-2008 წლების სამხედრო წვრთნებზე, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, არ ჩატარებულა.

ექსმინისტრს პროკურატურა საწვრთნელ პროექტზე თანხის გაფლანგვას ედავება. პირველი და მეორე ინსტანციების გამამართლებელი გადაწყვეტილების შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და ყოფილი მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნო, რასაც ბრალდებულის ადვოკატი წინასაარჩევნო პერიოდით ხსნის და შალვა თადუმაძის ვერდიქტის მიღმა ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესს ხედავს. გადაწყვეტილებას ცოტა ხნის წინ თავად კეზერაშვილი გამოეხმაურა.

დატოვე კომენტარი