საპროკურორო საბჭოს არჩევნები

ვინ შეიძლება გახდეს მომავალი მთავარი პროკურორი.

იმ შემთხვევაში თუ შალვა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩევენ, მისი პოსტი ვაკანტური ხდება. ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხების გაცემა პროკურორთა კონფერენციის ფარგლებში შეკრებილებს მოუწიათ. მთავარი პროკურორის მოადგილე უწყებაში ღირსეულ კადრებზე მიუთითებს, თუმცა საკუთარ თავს ამ პოსტზე გამორიცხავს. რაც შეეხება თავად კონფერენციას, სადაც საპროკურორო საბჭოს 6 ახალი წევრი უნდა აირჩიონ, კენჭისყრა უკვე დასრულებულია.

ხათუნა გაგნიძე დეტალებით.