განცხადებები ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით

თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ,- ამის შესახებ პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ,  ე.წ.  შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, თადუმაძემ აღნიშნა, რომ  “როცა დადგება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, მას აუცილებლად დააყენებს პროკურატურა”.

“გამოძიების მიმდინარეობისას იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, რომელთა აუცილებლობაც არის”, – განაცხადა თადუმაძემ.