მამუკა ბახტაძის განცხადება

მამუკა ბახტაძემ დღეს მოსამართლეობის მსურველთა სიაში გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის ყოფნასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.

პრემიერის განცხადებით, მთავარი არის ის, რომ საქართველოს პარლამენტმა კონსულტაციების შედეგად მიიღო ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც მოხდება მოსამართლეების შერჩევა და ეს ემყარება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დარწმუნებულია, რომ შერჩეული კანდიდატები იქნებიან როგორც პროფესიონალები, ისე პიროვნული ნიშნით გამორჩეულები. მისივე თქმით, შესაბამისი კვალიფიკაციის ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად პოზიციისა, აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს პროცესში.

დატოვე კომენტარი