ღვინის ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელი

2022 წელი წარმატებული აღმოჩნდა ქართველი მეღვინეებისთვის. მხოლოდ 11 თვის მონაცემები აჩვენებს, რომ ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით მკვეთრად გაზრდილია. მითითებულ პერიოდში ქვეყნიდან 96 000 ტონაზე მეტი პროდუქცია გავიდა. მთავარ ექსპორტიორად კვლავ რუსეთი რჩება, მოთხოვნა მზარდია სხვა ქვეყნებიდანაც. ბაზრების დივერსიფიცირების და ახალი საექსპორტო ქვეყნების მოძიების მიზნით 2023 წლისთვის არაერთი აქტივობა, მათ შორის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა დაიგეგმა.