ღვინის გამოფენა გერმანიაში

ქართული ღვინის წარდგენა გერმანიაში. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ მხარდაჭერით, ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 28 კომპანია მონაწილეობდა. ქართული ღვინო ღვინის პროფესიონალებმა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებმა შეაფასეს. „პროვეინის“ სივრცეში ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაციებიც გაიმართა, რომლებსაც ცნობილი ადგილობრივი ღვინის მაგისტრები და სომელიეები უძღვებოდნენ. დუსელდორფში ასევე გაიმართა კონფერენცია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტაქტორი მარკეტინგული კომპანიების ხელმძღვანელების მონაწილეობით.