ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი

კახეთში, ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრები, ღვინის ექსპერტები, სომელიეები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. კონფერენციის ფარგლებში სტუმრებმა ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული, უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ღვინოები დააგემოვნეს. აღსანიშნავია, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ღონისძიების მიზანი, ქვევრში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის და მეთოდოლოგიის, ქვევრის, როგორც საღვინე ჭურჭლის უნიკალურობის, ქართული მეღვინეობის ისტორიის და კულტურის გაცნობა იყო.