ოთარ შამუგია საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სამინისტროს წარმომადგენლებმა უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასოციაციის წევრები დაინტერესდნენ ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის საკითხებით, რაშიც ბიზნესწრეების ჩართულობისა და მათი პოზიციების გათვალისწინების მნიშვნელობას გაესვა ხაზი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგროდაზღვევის პროგრამას, სეტყვის საწინააღმდეგო თანამედროვე სისტემების გამოყენების მნიშვნელობასა და სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების საკითხებს, ასევე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამას.