გაზრდილი შემოსავლები ღვინის ექსპორტიდან

ქვეყნის ერთი-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი 2023 წელს გაუმჯობესებული მაჩვენებლებით ასრულებს.

ქართული ღვინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით რვა მილიონი დოლარით მეტია. ღვინის ეროვნული სააგენტო შემოსავლების ზრდას ქართულ ღვინოზე საექსპორტო ფასის მატებას, მსოფლიო მასშტაბით წარმოებულ მარკეტინგულ კამპანიებს და გამოფენებში მონაწილეობას უკავშირებს. პოზიტიურია მომავალი წლის პროგნოზიც, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პირობებში, ქვეყანა ქართული ღვინის ცნობადობისა და რეალიზაციის მაჩვენებლის კიდევ უფრო ზრდას ელოდება.