მარკეტინგული აქტივობები ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის

2024 წლისთვის სამიზნე ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ორი მილიონი ლარით იზრდება. ჯამში მარკეტინგულ აქტივობებზე ღვინის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს 16 მილიონ ლარს დახარჯავს. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა. ლევან მეხუზლას თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად არის ჩართული ქართველი მეღვინის პოპულარიზაციასა და განვითარებაში. მარკეტინგული აქტივობების იგეგმება როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვარგარეთ. ლაპარაკია მათ შორის მსოფლიოს მასშტაბით გამოფენებსა და კონკურსებში მონაწილეობაზე.