ღვინის გამოფენა ბერლინში

ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში RAW Wine ქვევრის ღვინის მწარმოებელი 15 მარანი მონაწილეობდა. გამოფენაზე ქართული ქვევრის ღვინოების წარდგენის მიზანი მათი პოპულარიზაცია, პოტენციური იმპორტიორების მოძიება და ექსპორტის ზრდაა. RAW Wine ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან –  იზაბელ ლეგერონი.