ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში RAW Wine ქვევრის ღვინის მწარმოებელი 15 მარანი მონაწილეობდა. გამოფენაზე ქართული ქვევრის ღვინოების წარდგენის მიზანი მათი პოპულარიზაცია, პოტენციური იმპორტიორების მოძიება და ექსპორტის ზრდაა. RAW Wine ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან – იზაბელ ლეგერონი.