პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები 20 ივნისის აქციაში მონაწილეობის გამო დაკავებულ პირებს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.
ერთ-ერთი ლიდერი კოტე კემულარია ამბობს, რომ ეს ადამიანები გმირები არიან და საზოგადოებამ მათ მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს.
პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი აპირებენ პირადად ჩავიდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში და ყველა სოლიდურ ორგანიზაციას მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია მათ შესახებ.