ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ოქრუაშვილი წერს, ინფიცირების გამო, რვა ნოემბერს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე ვერ მივა, თუმცა აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციებს მომდევნო დღეებში აუცილებლად შეუერთდება.