აქცია-პერფორმანსი გიორგი რურუას სახლთან

წყნეთის გზატკეცილის №52-თან, გიორგი რურუას სახლთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსების ნაწილმა ბანერი და სტიკერები სახელწოდებით, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ გააკრეს. აქციის მონაწილეების თქმით, გიორგი რურუა, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა უდანაშაულოები არიან.