მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციით

ბრიუსელში პრემიერის ოფიციალური ვიზიტის პარალელურად, საქართველოში შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის მონაწილეობით მედიაციის პროცესი უკვე მეექვსე დღეა გრძელდება. მხარეებმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. ოპოზიციის მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ვადამდელი არჩევნები და ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი.

კრისტიან დანიელსონი იმედოვნებს, რომ მისი მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დასრულდება. შვედი დიპლომატი დილიდან უკვე იმყოფება ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში.