გიორგი რურუას საქმე - პრეზიდენტის გადაწყვეტილება

გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს. ბრალდებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამამტყუნებელი განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრებისთვის ემზადება.

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლის გაძლიერებაზე საუბრობს ოპოზიცია და პრეზიდენტს მსჯავრდებულის შეწყალებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას მმართველ პარტიასთან შეთანხმებით იღებს. უმრავლესობაში კი კვალავაც აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან და სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს.