ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ვიზიტი

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციამ საპარლამენტო პარტიებთან შეხვედრები გამართა.

ოპოზიციის განცხადებით, მათ ყურადღება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობაზე გაამახვილეს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მსჯელობა  არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, სასამართლოს რეფორმასა და საარჩევნო სისტემაზე წარიმართა.

დღესვე შეხვედრა გაიმართა დამოუკიდებელ დეპუტატებთან და „პატრიოტთა ალიანსთან.“ თანამომხსენებლები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე პერიოდულ ანგარიშებს ამზადებენ.