ოპოზიციური პარტიების განცხადება

„გირჩის“ ხელმოწერა არ არის ექვსი ოპოზიციური ძალის ერთობლივ განცხადებაზე, რომელიც დღეს გავრცელდა. მიმართვას ხელს არც ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ აწერენ, რომელიც დანარჩენ ოპოზიციას უკვე გაემიჯნა. მიმართვაში ოპოზიციური პარტიები ვადამდელი არჩევნების, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ცესკო-ს თავიდან დაკომპლექტებისა და საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნას ძალაში ტოვებენ და ხელისუფლებას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ. ცალკეული ოპოზიციური პარტიების მხრიდან დღეს უკვე პირდაპირი მინიშნებები კეთება, რომ ვადამდელი არჩევნების არდანიშვნის შემთხვევაში, რევოლუცია გარდაუვალია.

სალომე ქოქიაშვილი მუშაობდა თემაზე – რა რეაქციები მოჰყვა დღევანდელ მიმართვას იმ პარტიების მხრიდან, რომლებიც მას ხელს არ აწერენ და ასევე მმართველი გუნდის მხრიდან?

დატოვე კომენტარი