მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

ევროკავშირის მედიაციით მოლაპარაკებების გაგრძელებამდე რამდენიმე დღე რჩება. კრისტიან დანიელსონი მხარეებს შორის დიალოგის განახლებისთვის ბრუნდება. ოპოზიციონერი ლიდერები იმედოვნებენ, რომ შეთანხმება ამჯერად მაინც მოხერხდება. თუმცა, ხაზგასმით აცხადებენ, რომ მათთვის მთავარ საკითხებად კვლავ რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების თემა რჩება.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ ვარაუდობენ, რომ ოპოზიცია უფრო კონსტრუქციული იქნება და შვედი დიპლომატის განმეორებითი ვიზიტი რამდენიმეთვიან პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს.