მოლაპარაკების პერსპექტივა

მოლაპარაკების პერსპექტივა და შეთანხმების მოლოდინი – სავარაუდოდ დღეს, მმართველი გუნდი და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან ერთად დასხდება.

პარტნიორების მხრიდან შეთანხმებისა და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის გაგრძელების მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის. უკვე მეექვსე დღეა, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი და ამერიკის ელჩი მხარეებთან შეხვედრებს მართავენ.

მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი ისევ ვადამდელ არჩევნებს და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმა უფრო მნიშვნელოვანია. ამ წუთებში დისკუსია მიმდინარეობს ოპოზიციასთან.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.